"შედარება საქართველოს უბრალო მოქალაქისა და ინგლისელი მილიარდელის მარკ ელიოტ ცუკერბერგის .
"შედარება საქართველოს უბრალო მოქალაქისა და ინგლისელი მილიარდელის მარკ ელიოტ ცუკერბერგის .
ქართველი: დაიბადა რუსთავში
ცუკერბერგი: დაიბადა ნიუ ორკის შტატებში , ებრაელთა ოჯახში
ქართველი: მამა ინჟინერ-ელექტრიკოსი, დედა ბუღალტერი.
ცუკერბერგი: მამა სტომატოლოგი, დედა ფსიქიატრი.
ქართველი: ბავშვობის ინტერესის სფერო ელექტრომოწყობილობები და ელექტროხაზები. მოზარდობიდან ეხმარებოდა მამას სამსახურში.
ცუკერბერგი: ბავშვობის ინტერესის სფერო კომპიუტერული პროგრამები (მშობლების პროფესიებიდან მკვეთრად დაშორებული, რამაც შეამცირა პროგრამებთა ხშირი შეხების ალბათობა განსხვავებით ქართველისგან, რომლის შემთხვევაში ის რაც მამას ეკუთვნოდა თავისიც იყო). 10 წლისას პირველად უყიდეს კომპპიუტერი.
ქართველი: 16 წლიდან ელექტრიკოსობას თავი დაანება და ქუჩის ცხოვრებას მიჰყო ხელი
ცუკერბერგი: 16 წლისამ შექმნა თამაშის ქსელური ვერსია და სამომხმარებლო ჩატი ZuckNet. ( დამოუკიდებლად, მშობლები ამაში ვერ დაეხმარებოდნენ სხვა პროფესიის იყვნენ).
ქართველი: 19 წლისამ მშობლების დიდი ძალისხმევის შედეგად ჩააბარა ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც თვეში ერთხელ მისვლით ბევრი სასწავლო კურსი ვერ დახურა. სამაგიეროდ კარგად იცოდა ქუჩური გარჩევები, ერკვეოდა ნარკოტიკული საშუალებების სიძლიერეში და გოგონების "დაკერვის" სტრატეგია ბრწყინვალედ ჰქონდა შემუშავებული.
ცუკერბერგი: უნივერსიტეტში ჩაბარებისას მან ნიჭი გამოავლინა მათემატიკაში , საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და უცხო ენების ათვისებაშიც. ის დაეუფლა ფრანგულ, ებრაულ, ლათინურ და ბერძნულ ენებს.
ქართველი: სტუდენტობის ორი წელი მამის ხარჯზე გაატარა შემდეგ კი მუშაობა დაიწყო ჯერ სადაზღვეო აგენტად, შემდეგ ავტოგასამართ სადგურზე და უნივერსიტეტის დასასრულს ის მუშაობდა ერთ-ერთ ცნობილ კომპანიაში ელექტრიკოსად (მიუხედავად იმისა რომ პროფესიით იურისტი იყო, მარტივად რომ ვთქვათ გაუმართლა) დაბალ საფეხურზე.
ცუკერბერგი: უნივერსიტეტში რამოდენიმე მეგობარს გაუზიარა სოციალური ქსელის შექმნის იდეა და დაიწერა ჩვენთვის კარგად ცნობილი facebook რომელმაც მას არნახული წარმატება მოუტანა.
უნდა აღინიშნოს რომ facebook მდე ცუკერბერგმა ბევრი პროგრამა დაწერა რაზეც macrosoft-მა შესთავაზა ჯერ კიდევ სტუდენტ ბიჭს მილიონების სანაცვლოდ მიეყიდა ეს პროგრამები მისთვის და მასთან დაეწყო მუშაობა რაზეც ცუკერბერგმა უარი განაცხადა და მარტომ განაგრძო მუშაობა.
დღეს.....
ქართველი: ანაზღაურების არასაკმარისობის გამო წამოვიდა იმ კომპანიიდან სადაც მუშაობდა და რადგან "გატიალებული" საქართველო და მთავრობა არ უვარგა და ნორმალურ სამსახურს ვერ აწყებინებს და ვერ არჩენს პროფესიით "ძლივს" იურისტი გამოძახებით ელექტრიკოსად მუშაობს
ცუკერბერგი: 2017 წლის მონაცემებით 71.5 მილიარდის მფლობელია და დედამიწაზე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელად არის აღიარებული.
"ყველაზე ნიჭიერი და უნიკალური უნარების პატრონიც კი ვერ შეძლებს თვითრეალიზაციას, თუ საკუთარი თავის რწმენა არ აქვს." - ამბობს ცუკერბერგი.
რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადები და რომელი მთის ძირში, მთავარია გინდოდეს. მარტივი ფსიქოლოგიაა უბრალოდ უნდა გინდოდეს გააკეთო რაღაც.
ჩვენი უიღბლო ქვეყანაში დაბადებული ქართველი თუ არ "გაფუჭდებოდა" როგორც ხშირად ვამბობთ ჩვენ ახალგაზრდა თაობაზე, თუ უბრალოდ იფიქრებდა და ენდომებოდა გაეკეთებინა რაღაც, ისწავლიდა უფრო კარგად იმას რაც აინტერესებდა და იქნებოდა კარგი ინჟინერ-ელექტრიკოსი . მილიარდელი თუ ვერ გახდებოდა ყოველშემთხვევაში გამოძახებებით არ არბენდა და დღენიადაგ "გაოხრებულ"საქართველოს თხრაში არ იქნებოდა რა ქვეყანაში ვცხოვრობ ვერ მარჩენსო. საკუთარ თავს არჩენდა თვითონ "
პატივისცემით: შ. ომანიძე
Comments
Post a Comment