Posts

არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს

Image
არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის,  დამწერლობაა, იცი? იცი ღვინის სამშობლო რომელია? იცი პირველად პარლამენტარიზმს საფუძველი სად ჩაეყარა? იცი სხვაგან ისეთი პრეცედენტი სადაც ერთ დღეში 100 000 ადამიანი ქრისტესათვის ეწამებოდეს? გაგიგია მსგავსი თავდადება როგორიც 1616 წელს 6000-მა გარეჯელმა ბერმა დაამოწმა? იცი რომ ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, ვეფხისტყაოსანი, გელათის ფერწერა, ვარძია, ბეთანია და იყალთო - იტალიურ რენესანსს უსწრებდა? შეგისწავლია ტაო-კლარჯეთის გრაციოზული კერები? გინახავს წუღრუღაშენის ნატიფი და უდახვეწილესი გუმბათი? დაგითვალიერებია ფიტარეთი? ყოფილხარ გერგეთზე? იცი ვინ იყვნენ ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები? იცი ვინ იყვნენ იოანე ზოსიმე და იოანე მინჩხი? გსმენია მიქაელ მოდრეკილზე რამე? წმ. იოთამ ზედგენიძის ერთგულებაზეც არაფერი უწყი? იცი ჩაკრულოს და კრიმანჭულის წიაღი სადაა? ეკატერინე გაბაშვილის "მაგდანას ლურჯაზე" გული არ აგჩუყებია? ეგნატე ნი

"შედარება საქართველოს უბრალო მოქალაქისა და ინგლისელი მილიარდელის მარკ ელიოტ ცუკერბერგის .

"შედარება საქართველოს უბრალო მოქალაქისა და ინგლისელი მილიარდელის მარკ ელიოტ ცუკერბერგის . ქართველი: დაიბადა რუსთავში  ცუკერბერგი: დაიბადა ნიუ ორკის შტატებში , ებრაელთა ოჯახში ქართველი: მამა ინჟინერ-ელექტრიკოსი, დედა ბუღალტერი. ცუკერბერგი: მამა სტომატოლოგი, დედა ფსიქიატრი. ქართველი: ბავშვობის ინტერესის სფერო ელექტრომოწყობილობები და ელექტროხაზები. მოზარდობიდან ეხმარებოდა მამას სამსახურში.  ცუკერბერგი: ბავშვობის ინტერესის სფერო კომპიუტერული პროგრამები (მშობლების პროფესიებიდან მკვეთრად დაშორებული, რამაც შეამცირა პროგრამებთა ხშირი შეხების ალბათობა განსხვავებით ქართველისგან, რომლის შემთხვევაში ის რაც მამას ეკუთვნოდა თავისიც იყო). 10 წლისას პირველად უყიდეს კომპპიუტერი. ქართველი: 16 წლიდან ელექტრიკოსობას თავი დაანება და ქუჩის ცხოვრებას მიჰყო ხელი ცუკერბერგი: 16 წლისამ შექმნა თამაშის ქსელური ვერსია და სამომხმარებლო ჩატი ZuckNet. ( დამოუკიდებლად, მშობლები ამაში ვერ დაეხმარებოდნენ სხვა პროფესიის იყვნენ). ქართველი: 19 წლისამ მშობლების დიდი ძალისხმევის შედეგად

ფსიქოკონსულტირება

                                      ფსიქოკონსულტირება  ფსიქოკონსულტირება არის ფსიქოთერაპიის ერთერთი დარგი რომელიც ეხმარება იმ პიროვნებებს რომელთაც აქვთ პრობლემები ფსიქოპათოლოგიური დარღვევების გარეშე. მაგ: პრობლემები სამსახურში, პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობა და ა.შ. ფსიქოკონსულტირება წარმოადგენს ორი ან მეტი პიროვნებების ისეთ ურთიერთობას რომელიც ემყარება კონსულტანტის კლიენტისადმი პროფესიულ ურთიერთობას და რომლის მიზანსაც წარმოადგენს კლიენტის მიერ საკუთარი პრობლემების გაცნობიერება და მათი გადაწყვეტილებების საშუალებების დადგენა. განსხვავება ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას შორის არის შემდეგი: ფსიქოკონსულტანცია ეხმარებ კლასიკურად ჯaნმრთელ ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში ხოლო ფსიქოთერაპევტი უფრო სიღრმისეულად სწვდება ადამიანის ცნობიერებას და ცდილობს ძირეულად გარდაქმნას იგი. ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიმართულებებია: ბიჰევიორული ქცევითი რაციონალურ ემოციური ფსიქოდინმიკური ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია იუნგის

კარლ გუსტავ იუნგი

Image
                                  კარლ გუსტავ იუნგი   შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი,ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ფსიქოანალიტიკაში შემოიტანა ექსტრავერტისა და ინტროვერტის ცნებები , არქეტიპები და კომექტიური არაცნობიერი. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინა ფსიქიატრიისა და რელიგიის სწავლებაზე, არქეოლოგიზე, ფილოსოფიაზე, ანთროპოლოგიაზე ,ლიტერატურაზე და სხვა დარგებზე. ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზმი-ფსიქოლოგიური პროცესი როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროეიბი ერთიანდება.ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ თუმცა ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას.იუნგი განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევდა.იუნგის აზრით ადამიანის მთლიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა ინდივიდუალიზაციის პროცესი, ცნობიერის და არაცნობიერის შეთანხმებული მოქმედება.ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ტრანსფორმაციის პროცესს როდესაც პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერი ქმნიან ცნობიერებას (სიზმრების ან წარმოსახვების საშუალებთ)რათა შენარჩუნდეს პიროვნული მთლ

რობერტო ასაჯოლი

Image
                                              რობერტო ასაჯოლი         ასაჯოლს მოიხსენიებენ როგორც განსხვავებული ორიენტაციის ფსიქოთერაპევტი. ის არი ფსიქოსინთეზის ავტორი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი. ის აგრეთვე იყო ჰერმევენტიკულ-სინთეზური მიმდინარეობის თვალსაჩინო წევრი რომელთაც სჯეროდათ რომ ფსიქოანალიზი როგორც თეორიული კონცეფცია და პრაქტიკული სამუშაო საკმარისი არ არის ავადმყოფის სულიერი სამყაროს გაგებისა და გამოჯანსაღებისთვის. ფსიქოსინთეზი___ფსიქოსინთეზი აღიარებს ადამიანში არამარტო ქვენა პრიმიტიული ქვეცნობიერის არსებობას ,რომელიც ავატისტური ბიოლოგიური ლტოლვების სამფლობელოა (ზ.ფროიდი) ,არამედ უფრო მაღალ არაცნობიერსაც-ზეცნობიერებას, რომელიც მოიცავს ალტრუისტულ სიყვარულს და ნებელობას, ჰუმანურ აქტებს, მეცნიერულ და ხელოვნურ ინსპირაციებს , ფილოსოფიურ და სულიერ ინსაიტებს, მიზნის საზრისის და მნიშვნელობის ძიების მოთხოვნილებებს და ა.შ.  ფსიქიკის მოდელი:

ალფრედ ადლერი

Image
ალფრედ ადლერი            ალფრედ ადლერი იყო ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი.ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც მან შესძინა ფსიქოლოგიურ მეცნიერებას იყო პოსტულატი არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ.თავის მონოგრაფიაში ადლერმა სცადა აეხსნა თუ რატომ ახდენს სხვადასხვა გავლენას ერთი დაავადება სხვადახვა ადამიანებში. ადლერმა ეს ფაქტი ახსნა შემდეგნაირად. ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი ორგანოები. დაავადება კი სუსტ ორგანოს ადვილად უმკლავდება.ადლერი მიუთითებს რომ სუსტი ორგანოები შესაძლებელია გაიწვრთნას ვარჯიშის შედეგად და ისეთი ძლიერიც კი შეიძლება გახდეს რომ მის მთავარ ძალას წარმოადგენდეს.          ადლერის ცნობილი ფრაზაა "მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რით დაიბადა ადამიანი, არამედ იმას, თუ როგორ განკარგავს იგი მას".          ზომიერმა არასრულფასოვნების გრძნობამ შეიძლება ადამიანს უბიძგოს წარმატებისკენ მაგრამ არასრულფასოვნების ღრმად გაცნობიერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს პიროვნების პოზიტიურ ზრდას.       ადლერის მიხედვით მთელი პროგრესი არის არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსირები

ცნობილი ჰომოსექსუალები

Image
                                      ჰომოსექსუალიზმის წარმომავლობა             სამწუხაროდ არავინ იცის რა არის ჰომოსექსუალად ჩამოყალიბების მიზეზი და არც ის თუ რატომ არის ადამიანთა უმრავლესობა ჰეტეროსექსუალი         ერთ-ერთი თეორია რომ ჰომოსექსუალობა არის გენეტიკური არც ისე პოპულარულია რადგან უამრავჯერ ჩატარებული კვლება არ იძლევა ზუსტ პასუხს. რიგ შემთხვევებში ჰომოსექსუალი მშობლების შვილებში მართლაც მაღალია ჰომოსექსუალობის დონე და პირიქით და ზოგ კვლევებში კი ეს თეორია არ დასტურდება.       მომდევნო თეორია არის ჰორმონალური ფაქტორი. დადგენილია რომ სხვადასხვა პრენატალური  ჰორმონალური ზემოქმედება ცხოველთა გარკვეულ სახეობებში მამაკაცური ან ქალური ტიპის ჰომოსექსუალურ ქცევას იწვევს, და კიდევ ქალები რომელთაც აქვთ ანდროგენების ღარბი რაოდენობა უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ჰომოსექსუალობისკენ. თუმცა ამის მიუხედავად საინტერესოა ის ფაქტიც რომ ჰომოსექსუალის ორგანიზმში შეყვანილი სასქესო ჰორმონები არ ახდენს არანაირ გავლენას მის ორიენტაციაზე        ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად რომელზეც ფრო