არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს
არ მიყვარს როცა დასცინიან და საძულველად იხსენიებენ საქართველოს, საკუთარ სამშობლოს! ასეთ დროს კრიტიკოსებს მინდა ხოლმე, რომ ვკითხო: იცნობ ჰომეროსის, დამწერლობაა, იცი? იცი ღვინის სამშობლო რომელია? იცი პირველად პარლამენტარიზმს საფუძველი სად ჩაეყარა? იცი სხვაგან ისეთი პრეცედენტი სადაც ერთ დღეში 100 000 ადამიანი ქრისტესათვის ეწამებოდეს? გაგიგია მსგავსი თავდადება როგორიც 1616 წელს 6000-მა გარეჯელმა ბერმა დაამოწმა? იცი რომ ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, ვეფხისტყაოსანი, გელათის ფერწერა, ვარძია, ბეთანია და იყალთო - იტალიურ რენესანსს უსწრებდა? შეგისწავლია ტაო-კლარჯეთის გრაციოზული კერები? გინახავს წუღრუღაშენის ნატიფი და უდახვეწილესი გუმბათი? დაგითვალიერებია ფიტარეთი? ყოფილხარ გერგეთზე? იცი ვინ იყვნენ ექვთიმე, იოანე და გიორგი მთაწმინდელები? იცი ვინ იყვნენ იოანე ზოსიმე და იოანე მინჩხი? გსმენია მიქაელ მოდრეკილზე რამე? წმ. იოთამ ზედგენიძის ერთგულებაზეც არაფერი უწყი? იცი ჩაკრულოს და კრიმანჭულის წიაღი სადაა? ეკატერინე გაბაშვილის "მაგდანას ლურჯაზე" გული არ აგჩუყებია? ეგნატე ნი