ალფრედ ადლერი

ალფრედ ადლერი

           ალფრედ ადლერი იყო ავსტრიელი ექიმი და ფსიქოთერაპევტი.ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც მან შესძინა ფსიქოლოგიურ მეცნიერებას იყო პოსტულატი არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ.თავის მონოგრაფიაში ადლერმა სცადა აეხსნა თუ რატომ ახდენს სხვადასხვა გავლენას ერთი დაავადება სხვადახვა ადამიანებში. ადლერმა ეს ფაქტი ახსნა შემდეგნაირად. ყველა ადამიანს აქვს ძლიერი და სუსტი ორგანოები. დაავადება კი სუსტ ორგანოს ადვილად უმკლავდება.ადლერი მიუთითებს რომ სუსტი ორგანოები შესაძლებელია გაიწვრთნას ვარჯიშის შედეგად და ისეთი ძლიერიც კი შეიძლება გახდეს რომ მის მთავარ ძალას წარმოადგენდეს.

         ადლერის ცნობილი ფრაზაა "მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რით დაიბადა ადამიანი, არამედ იმას, თუ როგორ განკარგავს იგი მას".

         ზომიერმა არასრულფასოვნების გრძნობამ შეიძლება ადამიანს უბიძგოს წარმატებისკენ მაგრამ არასრულფასოვნების ღრმად გაცნობიერებამ შეიძლება ხელი შეუშალოს პიროვნების პოზიტიურ ზრდას.


      ადლერის მიხედვით მთელი პროგრესი არის არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსირების შედეგი.

     ადლერის მიხედვით არასრულფასოვნება დაყოფილია ორ სახედ:


  •   პირველადი----ბავშვების არასრულფასოვნების შეგრძნება ფიზიკური ან მენტალური ნაკლოვანების გამო
  •  მეორადი----მოზარდი ადამიანის მიერ საკუთარ თავში რწმენის დაკარგვა. შედეგად მიიღება წარუმატებლობა და რიგი მარცხებისა რომლების მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

     ადლერმა გამოყო სამი ნეგატიური მდგომარეობა რომლებიც ხელს უშლის ადამიანის პიროვნულ ზრდას.

  •         ორგანული არასრულფასოვნება-----ბავშვები, რომლებმაც გადაიტანეს სერიოზული დაავადება უაღრესად ეგოცენტრულები ხდებიან.სხვა წარმატებულ ბავშვებთან კონკურენციის უუნარობის გმო ისინი გაურბიან ადამიანებთან ურთიერთობას, მაგრამ ბავშვები , რომლებიც სძლევენ ამ კომპლექსს შეუძლიათ ჩვეულებრივზე მაღალი უნარების გამოვლენა.
  •      განებივრებული ბავშვები -----ე.წ "გაფუჭებული" ბავშვები რომელთაც სხვები უკეთებენ იმას რაც თავადაც შეუძლიათ, მათ ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. გასაკვირი არ არის რომ მათ აქვთ ნაკლები სოციალური ინტერესი.
  •      მიტოვებულობა-----ამ ბავშვებმა არ იციან სიყვარული, არ უნახავთ ოჯახში თანამშრომლობა და აქედან გამომდინარე არ იციან რომ შეუძლიათ სხვისთვის სიკეთის მოტანა და პატივისცემის დამსახურება. ისინი ცივი და უხეშები იზრდებიან.


        ადლერის დამოკიდებულება რელიგიისადმი დადებითი იყო. მას მიაჩნდა რომ ღმერთი ის სრულყოფილი იდეალია რომლისკენაც ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს  და ამ მისწრაფებაში ადამიანი ხდება უფრო სრულყოფილი. განსხვავება ადლერის მოძღვრებასა და რელიგიას შორის  ის არის რომ რელიგიის სფეროს რწმენა წარმოადგენს ხოლო ინდივიდუალურ ფსიქოლოგიისას-მეცნიერება


ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია ეყრდნობა სამ ძირითად დებულებას:

  • ვიტალური აქტივობის ფინალისტური ცნება----ყველა ცოცხალი არსების ქცევას განაპირობებს მომავალი მიზანი და არა წარსული მიზეზი. მას ნაკლებად აინტერესებს საიდან მომდინარეობს ესა თუ ის იმპულსი, სურვილი თუ ფსიქიკური ფენომენი იგი ხაზს უსვამს პერსპექტივას რომლისკენაც ეს ფსიქიკური ფენომენია მიმართული.

  •  არასრულფასოვნების ცნება 
            ორგანოთა დეფექტი----ბავშვის სხეულის რომლიმე ნაწილის თანდაყოლილი დეფექტი ან მისი არარსებობა აყალიბებს არასრულფასოვნების გრძნობას.          


            აღზრდა----აღინიშნება ორი უკიდურესობა : მეტისმეტი სიმკაცრე და სიზარმაცის წამქეზებელი განებივრება
                      თუ ბავშვი გაიზარდა მკაცრად და უსიტყვო  მორჩილებაში ის მოზრდილობაში არის უინიციატივო და უჭირს ცხოვრებსეული სიძნელეების გადალახვა ხოლო მეამბოხე ბავშვები მოზრდილობაში მარცხს ძლიერ განიცდიან და არასრულფასოვნების შეგრძნება უჩნდებათ.

                   განებივრებულ ბავშვებს კი ყოვლისშემძლეობის გრძნობა აქვთ მოზრდილობისას კი რეალობასთან შეხებისას რომელიც ვერ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს დეპრესიამდე მიჰყავს
     
                     სქესობრივი განსხვავება ასევე დიდ როლს ასრულებს არასრულფასოვნების განცდაში.მაგალითად პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად ფასობს და ასე შემდეგ.


  •  ჰიპერკომპენსაცია-----როდესაც არასრულფასოვნების განცდა ხდება გადაულახავი ირთვება ჰიპერკომპენსაციის მექანიზმი ანუ სწრაფვა ძალაუფლებისკენ , ინდივიდი მიისწრაფის ყალბი უპირატესობისკენ რადგან მას არ გააჩნია რეალური შესაძლებლობა, ასეთ დროს ადგილი აქვს ისეთ ანტი სოციალურ ქცევას როგორიცაა ბოროტმოქმედება, სექსუალური პერვერზიები, პროსტიტუცია და ა.შ.

ადლერს მიაჩნდა რომ ადამიანის ცხოვრებისეული მიზნები განაპირობებს აწმყოში  მის ქცევას და მიმართულია მომავალში მათი განხორციელებისკენ თუმცა ამ მიზნებისა და სურვილების წყარო წარსულშია. ცხოვრებისეული მიზნები ეხმარება ინდივიდს საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობის გადალახვაში.
ცხოვრების სტილში მოიაზრება ის უნიკალური გზა რომელსაც ირჩევს ინდივიდი საკუთარი მიზნების მისაღწევად. ფსიქოპათოლოგიის სრული წვდომა და გაგება შეიძლება მხოლოდ ცხოვრების სტილის კონტექსტში, ამიტომ ყოველგვარი ექსპერიმენტი უკეთეს შემთხვევაში აღწერს ცხოვრების სტილის მხოლოდ ნაწილს და ვერ წვდება მთლიანად პიროვნების ბუნებას. ცხოვრების სტილის პირობებში ყველა ადამიანს უჩნდება წარმოდგენა საკუთარ თავსა და სამყაროზე  რომელსაც ადლერი სპეციპიკურ სქემას უწოდებს. ის იზიარებდა რომაელი ფილოსოფოსის სენეკას აზრს იმის შესახებ რომ აზრები და წარმოდგენები განაპირობებენ ქცევას.

საზოგადოებრივი გრძნობის ანუ სოციალური ინტერესის ქვეშ ადლერი გულისხმობს სხვისი ინტერესებით დაინტერესებას. მისი აზრით თუ ადამიანს ჭეშმარიტი სოლიდარობის გრძნობა აქვს სხვა ადამიანისადმი და ნამდვილად თანამშრომლობს მასთან ის არასოდეს გახდება ნევროტიკი.

ადამიანის შემოქმედებაზე კი ადლერი ამბობს შემდეგს: მემკვიდრეობა და გარემო რა თქმა უნდა დიდ გავლენას ახდენს ინდივიდზე მაგრამ გადამწყვეტი არ არის.მისი ცნობილი ფრაზიდან "მნიშვნელობა აქვს არა იმას თუ რით დაიბადა ადამიანი, არამედ იმას, თუ როგორ განკარგავს იგი მას" გამომდინარე გარემოსა და მემკვიდრეობის გვერდით ის უშვებს კიდევ ერთ ძალას-ადამიანის შემოქმედების ძალას. ამრიგად ის ადამიანს იხილავს არა როგორც რობოტს-გარემოსა და მემკვიდრეობის ზეგავლენით გამოწვეულ რეაგირებას , არამედ როგორც პილოტს.

რაც შეეხება ფსიქიკურ დაავადებებს ადლერი არ იზიარებდა ფსიქიკურ აშლილობათა ნოზოლოგიურ პრინციპს. ის მომხრე იყო უნიტალური თეორიის. ფსიქიკურ დაავადებათა განსხვავებულ ნოზოლოგიებს იგი იხილავდა როგორც ცხოვრების მცდარი, ყალბი სტილის შედეგს რომელსაც მისდევენ უკიდურესი არასრულფასოვნების გრძნობის და არარეალისტური მიზნებისმქონე ინდივიდები.

დეპრესია____ავადმყოფის შემოქმედება თუმცა იგი მსახიობისგან განსხვავებით ვერ აცნობიერებს შემოქმედების პროცესს და ის პიროვნულ როლს ამ პროცესში. ადლერის აზრით ცრემლები, ჩივილი, ცუდი გუნება-განწყობა საუკეთესო იარაღია ავადმყოფისთვის რომ გაექცეს პასუხისმგებლობას და მიაღწიოს აღიარებას.

სუიციდი____მისი საფუძველი არის შურისძიება. ინდივიდი სიკვდილს ნატრობს იმისათვის რომ ერთი მხრივ გაამწაროს ახლობლები და მეორე მხრივ დააფასონ მათ ის რაც დაკარგეს.

შიზოფრენია____ავადმყოფს ახასიათებს უკიდურესად დაბალი საკუთარი თავის პატივისცემა და თვითშეფასება , რომლის ჰიპერკომპენსაცია ხდება ბოდვების საშუალებიტ მაგალითად : "მე ვარ ნაპოლეონი " ან " მაცხოვარი" და ასე შემდეგ.ეს ჰალუცინაციები ყოველთვის აღმოცენდებ მაშინ როდესაც ავადმყოფს კატეგორიულად სურს და მოითხოვს რაღაცას და არ სსურს ამ სურვილის მისაღწევად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

ფსიქოთრაპიის მიზნები___
  • ავადმყოფის ცხოვრების სტილის გაგება და მიღება
  • პაციენტის დახნარბა საკუთარი პიროვნების შეცნობასა და გაგებაში
  • პაციენტის დახმარება მისი სოციალური ინტერესის ზრდისა და შენარჩუნებაში


Comments

Popular posts from this blog

ცნობილი ჰომოსექსუალები

რობერტო ასაჯოლი