რობერტო ასაჯოლი


                                              რობერტო ასაჯოლი

        ასაჯოლს მოიხსენიებენ როგორც განსხვავებული ორიენტაციის ფსიქოთერაპევტი. ის არი ფსიქოსინთეზის ავტორი და ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი.
ის აგრეთვე იყო ჰერმევენტიკულ-სინთეზური მიმდინარეობის თვალსაჩინო წევრი რომელთაც სჯეროდათ რომ ფსიქოანალიზი როგორც თეორიული კონცეფცია და პრაქტიკული სამუშაო საკმარისი არ არის ავადმყოფის სულიერი სამყაროს გაგებისა და გამოჯანსაღებისთვის.
ფსიქოსინთეზი___ფსიქოსინთეზი აღიარებს ადამიანში არამარტო ქვენა პრიმიტიული ქვეცნობიერის არსებობას ,რომელიც ავატისტური ბიოლოგიური ლტოლვების სამფლობელოა (ზ.ფროიდი) ,არამედ უფრო მაღალ არაცნობიერსაც-ზეცნობიერებას, რომელიც მოიცავს ალტრუისტულ სიყვარულს და ნებელობას, ჰუმანურ აქტებს, მეცნიერულ და ხელოვნურ ინსპირაციებს , ფილოსოფიურ და სულიერ ინსაიტებს, მიზნის საზრისის და მნიშვნელობის ძიების მოთხოვნილებებს და ა.შ.

 ფსიქიკის მოდელი:



1__ქვენაცნობიერი
2__საშუალო ცნობიერი
3__ზეცნობიერი
4__ცნობიერების ველი
5__პირადი ეგო ანუ მე
6__ტრანსპერსონალური მე 
7__კოლექტიური არაცნობიერი







1__ქვენაცნობიერი გამოხატავს ჩვენს პირად პერსონალურ წარსულს რომელიც არსებობს დავიწყებული მოგონებებისა და განდევნილი კომპლექსების ფორმით,.იგი შედგება ექვსი ფორმისგან:

  • ელემენტარული ფსიქიკური აქტივობა ,რომელიც ჩვენი სხეულის სიცოცხლესა და ფუნქციონირებას წარმართავს.
  • პრიმიტიული ლტოლვებისა და ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნები
  • ინტენსიური ემოციით დაყურსული კომპლექსები
  • ქვენა წარმომავლობის წარმოსახვები და ოცნებები
  • ქვენა არაკონტროლირებადი პარაფსიქოლოგიური პროცესები
  • პათოლოგიური გამოვლინებები - ფობიები, ობსესიები , კომპულსირება, პარანოიდული ბოდვითი აზრები და ა.შ.





2__საშუალო არაცნობიერი მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ ელემენტებს რომელიც ცნობიერი ფსიქიკის მსგავსია.მათი გაცნობიერება ანუ ცნობიერში ჩვენი ნებით შეყვანა ძალიან ადვილია. ამ სფეროში ხდება ჩვენი განსხვავებული აზრების ასიმილირება (მონელება), ჩვენი გონებრივი და წარმოსახვითი აქტივობების განვითარება,ჩამოყალიბება და მომწიფება, ეს ყველაფერი ხდება მანამ სანამ ცნობიერების ველში შეაღწევენ.



3__ზეცნობიერება-სფერო საიდანაც ვიღებთ უმაღლეს შთაგონებებს და ინტუიციებს
. წვდომებს ფილოსოფიაში,მეცნიერებასა და ხელოვნებაში. საიდანაც ვიღებთ ადამიანურ ეთიკურ და გმირულ მოთხოვნილებებს.ის წყაროა უმაღლესი გრძნობების და გენიალური აღმოჩენების ჭვრეტისა / ასევე ფარული ფსიქიკური ფუნქციების და სულიერი ენერგიის სფერო.


4__ცნობიერების ველი არის აქტუალური "აქ და ამჟამად" განცდა. რაზეც მოცემულ მომენტში ჩვენი ყურადღებაა მიმართული იქნება ეს აღქმის გარე ობიექტები, აზრები, შეგრძნებები, წარმოსახვები თუ ლტოლვები.ის ყველაფერი რასაც მოცემულ მომენტში ჩვენ უშუალოდ ვაკვირდებით და ვაანალიზებთ.


5__პირადი ეგო ანუ მე ანუ ცნობიერი მე ცნობიერების ცენტრი მაგრამ განსხვავდება მისგან  ."მე" არის უფრო მაღალი ტრანსპერსონალური მე-ს ანარეკლი რომელიც აერთიანებს და წარმართავს პიროვნებისა და მისი ფსიქიკის სხვადასხვა ელემენტებს. იგი ინდივიდუალობის სამფლობელოს წარმოადგენს.ფსიქიკური ჯანმრთელობის წინაპირობაა პირადი "მე"-ს გაცნობიერება. ჩვენი ცნობიერი მე ქრება ძილში, ნარკოტიკების ზემოქმედების, გონების დაკარგვის და ჰიპნოზის დროს მაგრამ გამოღვიძებისთანავე გვიბრუნდება ის ისე რომ ჩვენ ვერ ვგრძნობთ მისი დაბრუნების პროცესს.
ასაჯოლი ფიქრობს რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტი "მე" რომელიც ვლინდება ცნობიერებისა და თვითრეალიზაციის სხვადასხვა დონეზე და იქმნება ორი განსხვავებული "მე"-ს წარმოსახვითი შთაბეჭდილება


პიროვნების ფსიქოლოგიური ფუნქციები

1__შეგრძნებები-სენსაციები
2__ემოციები-გრძნობები
3__იმპულსები-სურვილები
4__წარმოსახვა
5__აზრები
6__ინტუიცია
7__ნებელობა
8__პერსონალური მე









ფსიქოსინთეზის პროცესში პიროვნება გადის სრულყოფის გზას, რომელიც იწყება იმ მდგომარეობიდან როდესაც ადამიანის ფსიქიკაში მოუწესრიგებელი მდგომარეობაა და სრულდება მნიშვნელობისა და საზრისის მქონე ჰარმონიული მთლიანობით.ამ დროს გამთლიანების პროცესი ცენტრის-"მე"-ს ირგვლივ ხდება, ამის შემდეგ ნებელობითი აქტით მე-ს ძალუძს ფსიქიკური ორგანიზმის თითოეული ფუნქციის რეგულირება.
ამ მიზნისთვის ფიქოსინთეზის პროცესში შემდეგი ამოცანებია გადასაჭრელი:

  • საკუთარი პიროვნების სრული შეცნობა__საჭიროა არა ცნობიერის შესწავლა არამედ არაცნობიერის. საჭიროა გაცნობიერდეს პიროვნების შიშები, ფანტაზიები, ბავშვობიდან აკვიატებული აზრები, მემკვიდრეობიდან მომდინარე ხატები და კომფლიქტები რომლებიც შთანთქავს ჩვენს ენერგიას.
  • ფსიქიკის განსხვავებულ ელემენტებზე კონტროლი___ჩვენ ერთიანნი დაუნაწევრებელნი კი არ ვართ არამედ ჩვენში მრავალი ნაწილია  რომლებიც ცვლიან ჩვენს ქცევებს შეხედულებებსა და გრძნობებს.ფსიქიკურ ელემენტთა თავისებურ კონსტელაციას ასაჯოლი უწოდებს სუბპერსონალიას ანუ ქვეპიროვნებას. 
  • ფსიქიკისა და პიროვნების მაინტეგრირებელი, გამაერთიანებელი ცენტრის-ტრანსპერსონალური მე-ს აღმოჩენა და რეალიზაცია

  • ახლად წარმოქმნილ მაინტეგრირებელ ცენტრებზე დაყრდნობით პიროვნების ჩამოყალიბება და რეკონსტრუქცია


ასაჯოლი ანსხვავებდა პერსონალურ და სულიერ ფსიქოსინთეზს. პირველი ანუ პერსონალური ფსიქოსინთეზი გულისხმობს პიროვნული მე-ს განვითარებასა და სრულყოფას ხოლო მეორე ანუ სულიერი ფსიქოსინთეზი გულისხმობს მე-ს ტრანსპერსონალურ მე-სთან გაიგივებას და მასთან ჰარმონიულ კოორდიაციას.





  პიროვნება___ასაჯოლი პიროვნებას განიხილავს სოციალურ როლთა ან ქვე-მე-თა ერთობლიობად. ქვე-მე პრობლემად იქცევა თუ კი ადგილი აქვს მის არაადექვატურ ფიქსირებას და მასთან გლობალური პიროვნების გაიგივებას.ქვე-მეთა მართვა-კონტროლზე და პიროვნების სინთეზსა თუ ინტეგრაციაზე ზრუნავს პიროვნების ნებელობითი ცენტრი რომელიც უცვლელია და სტაბილური .ამ მაინტეგრირებელ პიროვნულ ცენტრს ასაჯოლი მაქსიმალურ თავისუფლებასა და წმინდა შესაძლებლობებს უწოდებს.



ფსიქოსინთეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც:



  • მეთოდი პიროვნების ფსიქოლოგიური განვითრებისა და ტრანსპერსონალური მე-ს რეალიზაციისა.იმათთვის ვისაც აღარ სურს ფანტაზიებისა და გარემოს ზეგავლენის მონობის ქვეშ ყოფნა.
  • ინტეგრალური აღზრდის პედგოგიური მეთოდი, რომელიც მიმართულია ბავშვის ან მოზარდის ლატენტური შესაძლებლობების განვითარებისა და მათში რეალური სულიერი ბუნების აღმოჩენისაკენ, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბების მიზნით.
  • ფსიქიკური და ფსიქოსომატური აშლილობის სამკურნალო მეთოდი. დაავადებას ფსიქოსინთეზი განიხილავს როგორც თვითრეალიზაციის გზაზე არსებულ კრიზისს.იგი განასხვავებს 
  1. სულიერი გამოღვიძების წინარე კრიზისს
  2. სულიერი გამოღვიძებით გამოწვეულ კრიზისს
  3. სულიერ გამოღვიძებაზე რეაქციებსა და
  4. პიროვნების ტრანსფორმაციის ფაზებს.

Comments

Popular posts from this blog

ცნობილი ჰომოსექსუალები

ალფრედ ადლერი