ფსიქოკონსულტირება

                                     ფსიქოკონსულტირება 





ფსიქოკონსულტირება არის ფსიქოთერაპიის ერთერთი დარგი რომელიც ეხმარება იმ პიროვნებებს რომელთაც აქვთ პრობლემები ფსიქოპათოლოგიური დარღვევების გარეშე. მაგ: პრობლემები სამსახურში, პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობა და ა.შ.
ფსიქოკონსულტირება წარმოადგენს ორი ან მეტი პიროვნებების ისეთ ურთიერთობას რომელიც ემყარება კონსულტანტის კლიენტისადმი პროფესიულ ურთიერთობას და რომლის მიზანსაც წარმოადგენს კლიენტის მიერ საკუთარი პრობლემების გაცნობიერება და მათი გადაწყვეტილებების საშუალებების დადგენა.

განსხვავება ფსიქოკონსულტირებასა და ფსიქოთერაპიას შორის არის შემდეგი: ფსიქოკონსულტანცია ეხმარებ კლასიკურად ჯaნმრთელ ადამიანს ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში ხოლო ფსიქოთერაპევტი უფრო სიღრმისეულად სწვდება ადამიანის ცნობიერებას და ცდილობს ძირეულად გარდაქმნას იგი.


ფსიქოკონსულტირების ძირითადი მიმართულებებია:
  • ბიჰევიორული ქცევითი
  • რაციონალურ ემოციური
  • ფსიქოდინმიკური ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზი
  • ადლერის ინდივიდუალური ფსიქოლოგია
  • იუნგის ანალიტიკური ფსიქოლოგია
  • ფსიქოსინთეზი
  • ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური


რაციონალურ -ემოციური ფსიქოთერაპია
ადამიანi იბადებa რაციონალური აზროვნებისკენ მიდრეკილებით მაგრამ ამავე დროს იგი შეიძლება ირაციონალური რწმენის მსხვერპლი გახდეს. ცხოვრებისეული პრობლემები წარმოიქმნება მცდარი შეხედულებების გამო. ნორმალურ ქცევას საფუძვლად უდევს რაციონალური აზროვნება და მიღებული გადაწყვეტილებების დროული კორექცია. 
მკურნალობა: ირაციონალური რწმენის გაცნობიერება და მისი კორეგირება. ემოციის წარმოშობას წინ უსწრებს იდეა.


ბიჰევიორული ქცევითი
ადამიანი არის როგორც გარემოს პროდუქტი ასევე მისი შემოქმედიც. ქცევა არ ვლინდება დასწავლის პროცესში. ნორმალური ქცევა ისწავლება იმიტაციისა და ფიქსაციის დამყარების პროცესში.პრობლემა წარმოიქმნება ცუდი დასწავლის შედეგად.
მკურნალობა: კონსულტანტი ცდილობს იპოვოს არასწორი ქცევის ფორმები და შეასწოროს ის ადექვატური ქცევის ფორმებით.


კლიენტზე ორიენტირებული თერაპია
აქცენტი კეთდება თანდაყოლილ მისწრაფებაზე თვითრეალიზებისკენ. ზოგიერთი გრძნობა ცნობიერების ველიდან განდევნილია განცდებისა და გამოცდილების შეფასები გაუკუღმართების გამო. ფსიქიკური ჯანმრთელობის საფუძველს წარმადგენს იდეალური "მე"-ს რეალურ მე-სთან შესაბამისობა.

ეგზისტენციალური ფსიქოკონსულტირება

მიმართულია ადამიანის თავისუფლებისა და ამ თავისუფლების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოჩენისკენ.
მკურნალობა: საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება და მის ცხოვრებასა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.


კონსულტირების მიზნები განსხვავებულია კონსულტირების სხვადასხვა სკოლებში

  1. ფსიქოანალიტიკური მიმართულება-კონსულტირების მიზანია განდევნილი, არაცნობიერი მასალის გაცნობიერება. ის ეხმარება ადამიანს რეპროდუცირება  მოახდინოს ბავშვობაში განცდილზე და გაანალიზოს განდევნილი კომფლიქტები.
  2. ადლერის ფსიქოლოგია - კონსულტირების მიზანია ინდივიდის ცხოვრებისეული მიზნებისა და მისწრაფებების ტრანსფორმაცია.მოახდინოს მცდარი მოტივებისა და აპერცეფციის სქემის კორეგირება სხვა ადამიანებთან თანასწორობის განცდის გზით. საზოგადოებრივი გრძნობის აღმოცენა განვითარება.
  3. ქცევითი - კონსულიტირების მიზანია არაადექვატური ქცევა შეცვალოს ადექვატური ქცევით.ანუ კონსულტანტი ცდილობს დასწავლის გზით გამოასწოროს არაადექვატური ქცევა და ჩამოუყალიბოს ადექვატური ქცევის ფორმები.
  4. რაციონალურ-ემოციური - კონსულტირების მიზანია პიროვნების მისი ცხოვრებისადმი აუტოაგრესიული ირაციონალური ქცევის შეხედულებების შემცირება-მოსპობა ახალი რაციონალური ტოლერანტული მიდგომების ჩამოყალიბება.
  5. კლიენტზე ორიენტირებული - კონსულტირების მიზანია ისეთი თერაპიული კლიმატის ჩამოყალიბება რომელიც ხელს უწყობს თვით შემეცნებას და პიროვნების ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორების დროულ გამოვლენას. გახსნილობისა და საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობის განვითარება.
  6. ეგზისტენციალური თერაპია - კონსულტირების მიზანია დაეხმაროს პაციენტს საკუთარი შესაძლებლობების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში
  7. ფსიქოსინთეზი - ასაჯოლი ანსხვავებს პერსონალურ და სულიერ ფსიქოსინთეზს.პერსონალური ფსიქოსინთეზი გულისხმობს პიროვნული მე-ს განვითარებას და სრულყოფას ხოლო სულიერი ფსიქოსინთეზი გულისხმობს ტრანსპერსონალური მეს პიროვნულ მესთან გაიგივებას და მასთან ჰარმონიულ კოოორდინაციას.

Comments

Popular posts from this blog

ცნობილი ჰომოსექსუალები

ალფრედ ადლერი

რობერტო ასაჯოლი